საქართველოში წიაღის მოპოვების ყველაზე ძვირად ღირებულ ლიცენზიას RMG ჯგუფი ფლობს, რომელმაც 11 წლის წინ, ოქროს და სპილენძის მადნების მოპოვებისთვის ლიცენზიებში საერთო ჯამში 200 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა. აღნიშნული სალიცენზიო ბლოკები ქვემო ქართლის ტერიტორიაზე, ბოლნისში, დმანისსა და მარნეულში მდებარეობს.
RMG ჯგუფი საქართველოში ოქროს და სპილენძის უმსხვილესი მწარმოებელია. რეექსპორტის გამორიცხვით, 2022 წელს საქართველოდან 81 მილიონი დოლარის ოქროს და 250 მილიონ დოლარამდე ღირებულების სპილენძის ექსპორტი განხორციელდა.
RMG ჯგუფის გარდა, ქვეყანაში ოქროს ძებნა-ძიებისა და მოპოვების ლიცენზიას სხვა კომპანიებიც ფლობენ, თუმცა მათი ოპერაციები RMG-ისთან შედარებით გაცილებით მცირეა. ამასთან, სხვადასხვა კომპანიები ქვეყანაში ოქროს ძებნა-ძიების სამუშაოებს ახდენენ, ზოგიერთ შემთხვევაში შესაბამისი მარაგების არსებობის დადასტურების შემთხვევაში კომპანიამ შეიძლება თავისი ლიცენზია უფრო დიდ ოპერატორზე გადაყიდოს, რომელიც აღნიშნულ სალიცენზიო ბლოკში უშუალოდ მოპოვების პროცესებით იქნება დაკავებული.
ოქროს მოპოვების და ძებნა-ძიების ლიცენზიები გაცემულია როგორც სამხრეთ საქართველოში, ასევე მესტიაში, ონში, ამბროლაურში, ლენტეხში, ქედასა და სხვა მუნიციპალიტეტებში.
წლების მიხედვით, საქართველოდან ყველაზე მეტი 7.2 ტონა ოქროს ექსპორტი 2010 წელს განხორციელდა, რისი ღირებულებაც აღნიშნული წლის ფასებით 118 მილიონი დოლარი იყო.
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული III კვარტალის წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში 533.2 მლნ აშშ დოლარის FDI შემოვიდა, რაც 2024 წლის III კვარტალის დაზუსტებულ…
ბაკალავრიატის შემდეგ, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა მაგისტრატურის საფეხურებზე სრულად უფასო გახდება. შესაბამის ცვლილებებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც დღეს…
საქართველოს პარლამენტში ინიციირებულია „პოლიციის შესახებ“ კანონის ცვლილებების პაკეტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ფუნქციის გაფართოებას და მის საპოლიციო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად…